
Title | : | საქართველო რეგიონულ კონტექსტში |
Author | : | |
Rating | : | |
ISBN | : | - |
ISBN-10 | : | 9789941372636 |
Language | : | Georgian |
Format Type | : | Paperback |
Number of Pages | : | 321 |
Publication | : | Published January 1, 2023 |
რევაზ გაჩეჩილაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ გეოგრაფიას ასწავლის. ის არის აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, გეოგრაფი და დიპლომატი. 1998-2020 წწ.-ში იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში.
რევაზ გაჩეჩილაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
საქართველო რეგიონულ კონტექსტში Reviews
-
საოცრად საინტერესო და დეტალური წიგნია საქართველოს გასაბჭოებამდე, საბჭოეთის და დამოუკიდევლობის იატორიაზე. მასში ბევრი საჭირო პარალელია მოყვანილი რეგიონში თუ მის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. გეოპოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვანია მოვლენების ობიუექტურად შესაფასებლად, ამ წიგნში კი ბევრი ასეთი მაგალითია.
დაწყებული ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიის მეზობლად დაყოფილი საქართველოდან, რუსეთის იმპერიის სამხრეთ კავკასიაში მოძლიერებით, დროებითი დამოუკიდებლობის ფანჯარა, შემდეგ კი გასაბჭოება და მისი ტვირთი, განცალკევება, მცდელობები სახელმწიფოს შენების, შეცდომიდან შეცდომამდე, აქაიქ პროგრესით და ფოცხზე განმეორებითი დაბიჯეჯებით, წიგნში მოთხრობილია ყველაფერი რამაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა, პერიოდი ფარავს აღნიშნულიდან 2023 წლის ჩათვლით მომხდარ მოვლენებს.
დარწმუნებულო ვარ ბევრი მოქალაქის ინტერესს დააკმაყოფილებს, ბევრ კითხვას დასვამს და მიიღებს კიდეც პასუხს.
ყველას ვურჩევდი წაკითხვას. 10/10