საქართველო მსოფლიო კონტექსტში by Revaz Gachechiladze


საქართველო მსოფლიო კონტექსტში
Title : საქართველო მსოფლიო კონტექსტში
Author :
Rating :
ISBN : -
ISBN-10 : 9789941158094
Language : Georgian
Format Type : Paperback
Number of Pages : 816
Publication : First published January 1, 2013

რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება და საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის ასპირანტურა. არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) უცხოელი წევრი. ადრე გამოქვეყნებული შრომებისათვის მიენიჭა მეცნიერებათა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო და გეოგრაფიის დარგში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი: მუშაობდა ელჩად ისრაელსა და სომხეთის რესპუბლიკაში.“საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები” წარმოადგენს 2008-2011 წლებში ავტორის მიერ გამოცემული ორტომეულის “ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში” საგრძნობლად გადამუშავებულ და ერთგვარად შეკუმშულ ვარიანტს. ამავე დროს, წინამდებარე წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო გაფართოებულია და XXI საუკუნის დასაწყისსაც მოიცავს. საქართველო განხილულია მსოფლიო გეოპოლიტიკის, პოლიტიკური და სოციალური ისტორიისა და გეოგრაფიის ფონზე.წიგნი განკუთვნილია ფართო მკითხველისათვის.


საქართველო მსოფლიო კონტექსტში Reviews


  • Kakhaber1990

    about Georgia EU relationship